weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17:13 კვირა, 20 სექტემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს განცხადებით, ინფიცირებულები შესაბამის მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, ინფიცირების 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი - მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, ერთი - ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. 

კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები, იმ შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

დღეს, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 128 აჭარას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]